Thursday, 24 April 2014

გერმანია ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, რომლის გეოპოლიტიკური მდგომარეობა არაერთხელ შეიცვალა გასულ საუკუნეში.

რელიეფში მკვეთრად არჩევენ სამ საფეხურს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თანდათან მაღლდება. უმაღლესი მწვერვალია ცუგშპიცე, ქვეყნის სამხრეთში. ენერგეტიკული რესურსებით ქვეყანა შედარებით ღარიბია, მართალია, იგი მდიდარია ქვანახშირით, მაგრამ ღარიბიანავთობითა და გაზით. მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსები. კლიმატი ძირითადად ოკეანურია. ძლიერია ატლანტის ოკეანის გავლენა. ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპის არაერთი მნიშვნელოვანი მდინარე გაედინება. მდ.რაინი ქვეყნის „მთავარი სამრეწველო ქუჩაა“. ბოდენის ტბას იგი მის ორ სამხრეთელ მოზობელთან იყოფს. ქვეყანაში, განსაკუთრებით მისი სამრეწველო რაიონებში, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემებია.

Thursday, 10 April 2014

ester

წინა აღდგომა მე გავატარე ნიკორწმინდაში,ახლა აღდგომის აღდგომის გატარებას აქ ვაპირებ თბილიში.


უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტესმკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით.
აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაული, უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უკავშირდება; უწინარეს ყოვლისა, ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა,

Thursday, 3 April 2014

რესტორანი ბარაკონი გეპატიჟებათ


რესტორანი ბაეაკონი მდებარეობს დეღომში. იგი გამოირჩევა ყველა სხვა რესტორნებისგან რადგან მასში უფრო კარგად აკეთებენ საჭმელს. რესტორან ბარაკონში არის ლუდის რესტორანი, ლაუნჯი,ევროპული
დარბაზი,ევროპული დარბაზი და კრიშა.