Thursday, 24 April 2014

გერმანია ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, რომლის გეოპოლიტიკური მდგომარეობა არაერთხელ შეიცვალა გასულ საუკუნეში.

რელიეფში მკვეთრად არჩევენ სამ საფეხურს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თანდათან მაღლდება. უმაღლესი მწვერვალია ცუგშპიცე, ქვეყნის სამხრეთში. ენერგეტიკული რესურსებით ქვეყანა შედარებით ღარიბია, მართალია, იგი მდიდარია ქვანახშირით, მაგრამ ღარიბიანავთობითა და გაზით. მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსები. კლიმატი ძირითადად ოკეანურია. ძლიერია ატლანტის ოკეანის გავლენა. ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპის არაერთი მნიშვნელოვანი მდინარე გაედინება. მდ.რაინი ქვეყნის „მთავარი სამრეწველო ქუჩაა“. ბოდენის ტბას იგი მის ორ სამხრეთელ მოზობელთან იყოფს. ქვეყანაში, განსაკუთრებით მისი სამრეწველო რაიონებში, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემებია.

No comments:

Post a Comment